შეცვლა


მე შევიცვალე.
ვიცვლი თმის ფერს.
აზრს და გონებას.
გავასუფთავე დალექილი - გულის სარქველი.
და ვიდრე ნაგვის ნარჩენებით ამომევსება.
მოვინანიებ ყველა ცოდვას - ჩუმს, თუ გამხელილს.

მე დავასრულე უსარგებლო დარდი, ოცნება.
ათიათასჯერ შევაყარე ბნელ კედლებს ცერცვი.
(და თუ ღმერთი გწამთ, 
რა გრძნობები, 
რა გაოცება).
ვცივლები მე და 
ამ დაწყევლილ სიცოცხლეს ვერ ვცვლი.

გადავაბრუნე გზის ძებნაში ყველა ურემი.
და რა გზა?!
რა ხსნა?!
რა საშველი?!
უფსკრულებია.
თითქოს სამყაროს ცოდვილ სულში თითებს ვურევდი.
ტოვებენ. ტკენენ. მერე ისევ უბრუნდებიან.

მოდი უფალო, 
მომაშორე მხრებზე ჯაჭვები.
მთვარე მემდურის უსარგებლო ლექსის წერაში.
მე ყოველ ღამე იმ იმედით ვწერ და ვმთავრდები,
რომ აისობას თან წამიყვანს შავი მერანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი