გაფრთხილება
მოურჩენელი ფიქრი, როგორც ქარი თებერვლის სულში იზრდება ცივ, გამყინავ მეტასტაზებად. ვადაგასული ჩემი ლექსის მკვდარი ბგერები ვერას ამბობს და ბაგეების მიღმა მთავრდება. გამოლეული ძალა, ანუ ფონი სიკვდილის გაყუჩებული ტკივილივით მომეალერსა. აწმყო ვერ ნაგრძნობ მომავალსაც უხმოდ მიჰკივის და ვერ მოსული ზაფხულები წყდება თვალებთან. უცნობი გმირი, ვერ დაწერილ რომანებიდან მოდის და წვება ჩემი სულის ყველა ღრიჭოში. ვიცი, რომ მოხვალ. ჩემს სილუეტს მოადგები და შემებრალები, რადგან ჩემში მე ვერ მიპოვი. მაშინ ჩემს თვალებს ძველი მზერა აღარ ექნება. ვეღარ გაგათბობს სინათლე და სითბო ჩვეული და ეს იქნება ტრაგედიის უცხო შემთხვევა, რადგან დაგხვდები თვალებიდან გამოქცეული
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი