შავი ყორანი


მინდა იცოდე...
ვარსკვლავები ცას არ სწყდებიან,
ადამიანთა გულისთვის და ის კი ცხადია.
როდესაც ჩვენში კვდებიან და 
როცა მიდიან,
თითო ვარსკვლავი მათ სახელზე ცაში ანთია.
ჩვენ კი მუდმივად 
მიწას ვწყდებით ვარსკვლავებისთვის,
რას არ ვიგონებთ, 
იქნებ ზეცას ერთხელ შევეხოთ.
დავდივართ, ვყვებით, 
ვირწმუნებით თავდაჯერებით,
პოეტს ძალა აქვს გაფრენის და მერე... 
მერე ხომ...
სისხლით შეღებილ ტროტუარებს 
ვარქმევთ ლირიკას,
ვგავართ ჩაძირულ გემისა და ლექსის კაპიტანს.
პოეტმა სული პოეზიით მოისვირინგა,
თავის არ ყოფნას უკვდავყოფის სიგელს დაპირდა.
ოცნება, მათი დამღუპველი - შავი ყორანი
მოსჩხავის დღეებს ვერ ნათენებს მღვრიე ღამიდან.
ვგონებ მიკვდება იმედები, სხივი მომავლის
და მე პოეტის განაჩენი -
ღმერთო, არ მინდა.!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი