0 0 11
უფერებო შემოდგომა
მე ვარ შემოდგომა..
უფერებო.
მზერა ნისლიანი - ბლანტი სევდით.
ქარი გაშლილ თმებზე მეფერება.
ქარი თავხედი და გამყიდველი.
ზანტად ამიშალა ოცნებები.
მიაქვს ემოცია ფოთოლ-ფოთოლ.
მიწა ვერცხლის წვიმით იკოცნება
და მეც მიწას ვერწყმი როცა მოთოვს.
სივრცის ჭრელა-ჭრულა სარაფნები
ვეღარ მოვიხდინე, დაღლილ მხრებზე.
ასე, ზექალური დანანებით
ნისლის სარეცელი დაგახვედრე.
ჩემო ზამთარო და თეთრო ზეცავ,
თუნდაც ნაადრევად დამათოვე..
ქარო, განა მართლა მეცხოვრება-
ფოთლებს სულ გაგატან საღამომდე.
შენი ჟინაშლილი სულის სალსა,
შიშველ ხეებს უკვე ჩალად უღირთ.
ქარო, ბობოქარო, გული დამწყდა -
მე ხომ შენს ქროლვაში გავნადგურდი.
ვიცი, მალე წახვალ, მიმატოვებ..
გამცვლი თბილფერება სეზონებში.
ფრთხილად წამომკრეფავს სიმარტოვე,
სევდის ნამსხვრევები ვეგონები.
.
ჩემო ზამთარო და თეთრო ზეცავ,
შენი მშვიდი სევდით..
ნაზი სევდით..
შენი სიფრიფანა კანი მეცვა.
თოვდი -
ნანატრი და ნასიზმრები.
28.12.2015
02.38.