0 0 42
თოვლი ლუვენსიაში
(ალფრედ სისლეის)
თოვაა ლუვენსიაში. .
იანვრის ბოლოა, სისლეი.
სიცოცხლე - სულ უფრო იაფი.
სიკვდილი - საშველი. .
გიხსენებ.
აქ არ თოვს და ისე მშვიდად ვარ,
როგორც შენ სველი კლდის ხატვისას.
აღარ ღირს იჯდე და იდარდო.
არ ღირდა მხილება. . სატირა. .
სევდა გვჭირს მე და შენ ოქტომბრის,
ტკივილი - იანვრის თოვისა.
იქნება ამიტომ მომწონდი,
იქნებ მეც დუმილი მომინდა.
არ ისმის, სისლეი..
არ ისმის,
ობოლი სულების ღაღადი. .
როცა ვწერ არაფერს განვიცდი,
იქნებ შენც ამიტომ ხატავდი(?!)
.
დახუჭე თვალები, სისლეი.
იძინე. იძინე. . გათოვდა.
მეც ვხუჭავ თვალებს და გიხსენებ.
გიხსენებ კი არა - მახსოვხარ!