შვილს
ვათენებ თეთრად ნოემბრის ჩვიდმეტს. შენ სუნთქვას ვუსმენ გულისფანცქალით. ფერმკრთალი სუსხი მიამბობს იმ წლებს.. იმ დღეთა სევდას, როცა არ მყავდი. ნოემბრის ჩვიდმეტს ვიხსენებ გალას, უპოეზიო ფოთოლცვენაში. ახლა იმხელა საუნჯე მყავხარ, ლექსებიც გაქრნენ როცა შენ გაჩნდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი