ჩემი ირონია
სენი დამემართა რაღაც უსაშველო, ბედის კი არა და ჩემი ირონია. სათქმელს ეს ლექსებიც უნდა მივაშველო, თორემ სამართალი ვეღარ მიპოვია. ასე მგონია, რომ ყველამ გამრიყა და ვდგავარ მარტოსული სადღაც უკუნეთში. ფიქრმა გამიტაცა, ისევ დამიღამდა, დრო, რომ გამირბოდა უხმოდ ვუყურებდი. ვწევარ გულაღმა და თავზე ჩამომექცა, დაღლილ მაჯებიდან სისხლის აგონია. ჩემი გულის ფეთქვას დრო წამს აყოლებს და ვითომ გადავრჩები?! - რაღაც არ მგონია. სენი დამემართა, ისე უსაშველო, განუკურნებელი სულის ირონია. ნდობა ამოვწურე, ფიქრი ვის ვაჩვენო, თვალებს სისხლი გასდის, განა მირონია. ქუჩას გავუყევი, რაღაც არ მეცნობა, სივრცეს ჟანგისფერი ნისლი დასდებია. იქნებ ეს ზამთარიც თეთრად დაეთოვა, თორემ ხმელ ფოთლებზე სევდა ასვენია. მე და ხასიათი, ურცხვად ცინიკური, ვითვლით თეთრ ღამეში მშიერ ემოციებს. ღიმილს ვერ ვუწოდებ, სახის მიმიკური ირონიით ნასროლ მზერას შენაციებს. დავრჩი ზეცასა და დედამიწას შორის, უტყვი სიმარტოვით გა''ცა-მტვერ''ებული. შენც თუ მიმატოვებ, სიკვდილს მივაკითხავ, წყეულ ცხოვრებაზე გადამტერებული .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი