საბავშვო


ციმციმით ზეციდან
მიწისკენ ეშვება
სხივი და მოჰქრიან ქორბუდა ირმები.
ფიფქებთან მეჯლისი 
გამართეს ელფებმა,
ამ ღამეს 
მე თეთრი პრინცესა ვიქნები.
მთვარესთან ცეცხლოვან 
კვალს ტოვებს ეტლი და
ფიფქებს ჩამოჰყვება 
კვლავ სანტა კლაუსი.
ელფები ჩურჩულით
იმ ზღაპრებს მეტყვიან,
რომეცშიც არ ცხოვრობს 
არც მიკი მაუსი,
არც ტომი, არც ჯერი 
აღარც ის ჯუჯები,
რომლებიც ძალიან უყვარდა ფიფქიას.
მათი მოსმენისას მიკვირს 
და ვმუნჯდები,
ქვეყნად სიკეთისთვის ერთად რომ იბრძვიან,
კეთილიც, ბოროტიც, 
ის დედინაცვალიც,
ასე რომ ტანჯავდა საბრალო კონკიას.
არასდროს მთავრდება სიკეთის ზღაპარი,
ფუმფულა ფიფქები ფარფატით მოდიან.
ახალ წელს ჩამოჰკრავს 
წიკწიკით თორმეტი
სანტა კი დატოვებს 
ბუხართან საჩუქრებს.
ვზივარ და დედიკოს გოზინაყს მოველი,
ბებიაც უამრავ ტკბილეულს მაჩუქებს.

მღერიან ელფები, მოჰქრიან ირმები,
ამ ღამეს მე თეთრი პრინცესა ვიქნები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი