გარდაცვლილი სიყვარული
დრო გაჩერდა და წამები წვეთებივით მიეყინა ცივ ტოტებზე დედამიწას. მე კი როგორც ტრაგიკული მეფე ლირი, ბნელ ოთახში ისევ ვბედავ ლექსის წერას. ისევ ვბედავ გადავავლო უტყვი მზერა, ამ სამყაროს, მძიმე სუნით შენაციებს. რა ვქნა თუ კი სასაცილოდ მეჩვენება, დედამიწა, მაგრამ მაინც ვერ მაცინებს ვერაფერი ამ უბადრუკ ქვეყანაზე, რადგან ვხედავ უფსკრულისკენ ეშვებიან, ურცხვად ფლეთენ ერთმენეთის ნატკენ გულებს და მერე თავს სიმარტოვით ვერ შველიან. სიყვარული დაუმარხავთ ბნელ სამარხში, სიძულვილი კი დაუსვამთ მეფის ტახტზე და სიკეთის უკანასკნელ ნაპერწკალსაც დღეს ეშმაკი საკუთარი ხელით გვართმევს. მე კი ასე უძლური და უნიათო, ვზივარ, ლექსს ვწერ მელნისფერი ნაღველისგან, თითქოს ლექსი უშველიდეს განწირულს და თითქოს ლექსით სიკეთისთვის აღსდგებიან. თითქოს ლექსი გააცოცხლებს ღრმად დამარხულ სიყვარულს და იზეიმებს სათნოება. თითქოს ყინვა გაქრება და სამყაროში ფანტელებად მხოლოდ სითბო გათოვდება. თავს ვიტყუებ და ვაგრძელებ ლექსის წერას, კვლავაც დავწერ ვიდრე ჩემში რწმენა ცოცხლობს, დამაცადეთ, ვცადო მაინც იქნებ ლექსით, გარდაცვლილი სიყვარული გავაცოცხლო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი