გრადაცია


ვიყავი ბავშვი და ვიტყვი, რომ 
საოცრად მიკვირდა,
როდესაც მოხუცებს, ეძინათ 
მშვიდი და ღრმა ძილით.
თუ რატომ ტიროდნენ, 
ან რატომ სწყევლოდნენ სიკვდილს და
რატომ იზრდებოდა 
მათი ნახვის დრომდე მანძილი.

გავიდა ხანი და სიკვდილმა თვალებში გაყინა,
ათასი გვამი და ათასი თვითმკვლელის იერი.
ვინ დათვლის რამდენჯერ, 
რამდენჯერ დამჭრა და მატკინა,
რამდენი პატარა, 
რამდენი დიდი, თუ ხნიერი.

ახლა კი ვდგავარ და 
სიკვდილის გემოს ვგრძნობ მგონია.
მგონია ჩემშია და მისი სიცივეც ვიგუე.
ახლა თუ კვდებიან, 
ტკივილი ისეთი შორია,
მხოლოდ უხმო შურით 
ვაცილებ უსულო ფიტულებს.

ამ თეთრი კედლების უხილავ დემონებს ჩემამდე
მოვუშვებ, 
ვაჩვენებ ტკივილის ნაფლეთებს ფილტვებთან.
დაწყევლილ სიცოცხლეს მიკვირს, რომ 
აქამდე ვერ ვავნე.
გაქცევა მინდოდა და სული 
სხეულში მიკვდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი