Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_oi7e63qcibg9g02lu33cb5q7ig, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
დაღლის - მელანო ზუკაკიშვილი | პოეზია

დაღლის


ქაოსი, ამეია.. ხალხი არი.!
სიჩუმეს მაბრალებენ - უგრძნობლობას.
ნეტავ მათ რა იციან_ დავიღალე.
ნაბიჯი ნაბიჯზე მიძნელდება..

ნაპირებს ვირჩევ და ტროტუარებს,
გზები სხვებისთვის დამითმია.
სიტყვებსაც თავი ვერ მოვუყარე_
დავღლილვარ.. დავღლილვარ, ამეია.

მახსოვს, გავიარე ორწყალსშუა.
ტერფიც არ დავისველე_ (მეცინება)
რამდენჯერ პოეზიით მოვწამლულვარ, 
მიგრძვნია ღამეული შეციება..

ნეტავ მათ რა იციან ამ სიჩუმის,
ქარი ხომ მსუბუქ ტოტებს ახმაურებს.
სული აქვთ ლექსებით დაჩრჩილული,
ყველას, ვინც სიტყვებით იმარხულა.

იცოდი?! _ გოგირდისფერი არი,
სიკვდილი, როგორ არ დამელია
ცის შხამი.. ახლა კი ვაღიარებ _
არ ვნანობ ამ სიკვდილს, ამეია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი