მოხუცი მეზობელი
მე მოხუცი კარის მეზობელი მყავს. უძირო აქვს მზერა, თანაც მწუხარე. თმაჭაღარა კარის მეზობელი მყავს, აივანზე ბროწეული უყვავის. ციდან, როცა მშივიდი თოვით ჩამოთოვს, ფიფქები ქსოვს უქათქათეს ნეილონს. აივანი ემსგავსება სამოთხეს, მეზობელი მის წალკოტში სეირნობს. ბროწეულებს ეფინება ფრთათეთრი ფიფქები და წითელ ლოყებს მალავენ. ბუხარს ანთებს, შუაღამეს სანთლების შუქზე, ფრთხილად გადაფურცლავს მალარმეს. ჩემი კარის მეზობელი, ჭაღარა, მარტო ცხოვრობს წიგნებთან და კატასთან. მისი გრძელი, სევდიანი ზღაპარი და ცხოვრების უხმაურო კანტატა გასრულდება უფერებოდ, უჩუმრად. მარტოობა მეტად უმძიმთ მოხუცებს. თოვის მშვიდი, სევდიანი ჩურჩული ხსოვნის ღია ნაჭრილობევს უხორცებთ. მე მოხუცი კარის მეზობელი მყავს. უძირო აქვს მზერა, თანაც მწუხარე. ჩემს მეზობელს გიშრისფერი კატა ჰყავს, აივანზე ბროწეული უყვავის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი