სხვათა შორის
სხვათა შორის მე პოეზია მიყვარდა. შენ - მთებზე თეთრი ნისლი. შენში კაქტუსიც ჰყვაოდა. ჩემში შრებოდა სისხლიც. ვცხოვრობდით.. უხმოდ, ჩვენთვის და ღამით ვარსკვლავებს ვთვლიდით. შორს ხეტიალი გვერჩივნა, როცა ქალაქი თვლემდა. ღმერთო, რამდენი გვივლია. მოვლიეთ შორი ქვეყნები. თმაში ჭაღარა გვერევა. მზერაში - სევდა. ვბერდებით. საღამოს ჩაის სუნი აქვს. დარიჩინის და ლიმონის. წლები ნაოჭებს მჩუქნიან. ხმაში გერევა მინორი. ვინ ჩამოვარცხნა მთებს ნისლი?. ვინ ჩამოზიდა ბარისკენ?!.. -გეკითხები და ვერ მიხსნი, სიბერე როგორ გავრისკეთ?!. თვალებს ხრი, დედას იფიცებ- მზემ ჩვენ ვერ გადაგვიარა!. “მეც.. სხვათა შორის ვიკითხე, სალაპარაკოდ კი არა.”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი