მინიმალისტური
ბავშვს გაუფრინდა გალიიდან კანარის ჩიტი. მკვდარი ნახეს დილით მეორე. ... დაკრძალეს ქალი. ჩამოთოვა თეთრად იმ ღამეს. მისი ძაღლი გაყინული დახვდათ საფლავთან. ემიგრანტი აღარსად იყო მოყვავილე ბროწეულები. აღარც ნუშები. ზეცას ავხედე, ჩემი სოფლის ვარსკვლავები გზას მინათებდნენ.. ... ... შემოდგომის წვიმიან ღამეს ჩვენ მივდიოდით ორნი ერთი ველოსიპედით. და არ ვწუხდით რომ მატარებელს ვერ მივუსწრებდით. ... ... ბავშვობის სახლი. ორი შავ-თეთრი პორტრეტი დევს ჩამქრალ ბუხარზე. თბილად მიმზერენ ბებო და პაპა. ... თებერვლის დილა. დღეს პირველი თოვლი მოვიდა. სიხარული ვეღარ ვიგრძენი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი