მარტოსულთა რეკვიემი
ცაზე როცა ვარსკვლავები ინთებიან და ცივ ქარებს ჩუმად სულში ვაპარებ, წვება ფიქრთა სიკაშკაშით მოთენთილი და შემოაქვს ჩემში მთელი სამყარო. რა დამხვდება ფანჯრებს მიღმა?! გამოვაღებ სარკმელს, იქნებ ცაც შემოჰყვეს ცივ ქარებს. იქნებ ჩუმად იღიღინოს “სალაღობო”, ამ სახლში კვლავ “ლა ბოჰემას” უკრავენ. .. სულის ფსკერზე ქარი ფრთხილად ატრიალებს მარტოსულთა რეკვიემით ფირსაკრავს.. მოიყოლე, ქარო, უხმოდ ნატირალი, მათზე, ვისაც საუკუნოდ უყვარდა. ღამის ნისლზე მოწკრიალე სევდის სიმი სტირის ძვირფას, მიტოვებულ კლავესინს. უცხო ამბის ეპილოგში გავიღვიძებულს ამ ცხოვრების საგალობლის რა მესმის. გადაფიფქულ მოგონებებს ფარდის მიღმა, თვლემს ფერმკრთალი, ძველი ვიოლონჩელო. ოკეანის მლაშე სუნთქვას დავისიზმრებ. ეს სიზმრებიც აუხდენლად მორჩება. ... დასრულდება შორი გზები პილიგრიმის. დასრულდება სადმე კუმანო-კოდო. გედი ბოლო საგალობელს ვერ იმღერებს და გახმება დაღლილ სულში კედარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი