უბრალო ლექსი
საწყენია- დასაწერი დაიწერა. (მერიმაც ჯვარი დაიწერა) სათქმელი დაილია. ჩემი ყველა საიდუმლო თითქოს გაეცი. გულიც არ დამრჩა სატკენად და წყენა უძიროა, სანიაღვრე. დარდს ვთხოვ ხარაკირს. აქ ისევ ჩუმად ვაღიარებ, სიმართლეს, რომელიც დაღი არის. ხმაც ვერასოდეს ავიმაღლე, არ ხსნის დანა პირს. ახლა, ისე მინდა სადმე ვიყო, სადმე შორს. ძველ ქოხში. გარეთ თოვდეს. რაც მახსოვს ყველაფერი დავივიწყო. რაც მახსოვს არაფერი არ მახსოვდეს. ათოვდეს ეზოში თუთის ხეებს. ღამეს დარაჯობდეს თუჯის ყვავი. ლექსებს თოვლის ფიფქებს ვუკითხავდე, როგორც გულის სწორებს უკითხავენ. რაღამ გამაკვირვოს მაქვს ნახული- ყველა გზა, ყველა მთა, მთის მიღმებიც. ამ სევდას არ დაუდგა აღსასრული, ჩახედავ და ჩაგითრევს იმსიღრმეა. ვიღაც ამბობდა, რომ გულისტკივილს ფართოდ ვიღიმიო - მახსოვს ასე მე კი როგორ მინდა ვივიწყებდე ყველა მიტოვებულ სამოსახლოს. ქარი ალვის ხეებს მიეტმასნოს. მე კვლავ ლექსებს ვწერდე სამარხებზე როცა ჩავიხედავ მღვრიე ტბაში. მინდა არც ეს სახე გამახსენდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი