ფაქტი


როგორ გინდა, რომ 
დარდს არ მიეცე,
თუ ვერ იპოვნე საერთო ენა,
აწმყოსთან,
როცა დამფრთხალ სივრცეზე
მიხვდი, 
ცხოვრება გადაგიფრინდა.

იჯექი მშვიდი, 
მშობლიურ ბაღში,
ახლო წარსულის ადამიანებს
უცქერდი, 
როგორც გაფრენილ ღალღებს,
რომ შორდები და გადარდიანებს-
სიტყვის არ ქონა,
სივრცის სიმძიმე,
საკუთარ სულში ჩაკეტვის განცდა.
თეთრი სიმშვიდე, 
აქ რომ იწვნიე,
შეშინებული მტრედივით დაფრთხა.

შეშინებული, როგორც ირემი.
შეშინებული, როგორც ბეღურა.
მიჰქრის აწმყო და დგება სიბერე,
უფრო უცხო და 
უფრო ჩვილგულა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი