..ახლა ფიქრი ნისლია
ახლა ფიქრი ნისლია. და ღამეში ისლიან მინდვრებს ბინდი ერევა, როგორც სევდა თვალებს. მოდიან და სისხლიან სიზმრებს ავად მიხსნიან. ბასრი ბედნიერება ვეღარაფერს მავნებს. თბილი წვიმით ნაფერებ ცისფერ ბაბუაწვერებს, ვიდრე ქარი გაფანტავს, სათითაოდ დავკრეფ. ერთი სულის შებერვა ყოფა, როგორ მებევრა. ჩემზე ლამაზ ნაოჭებს ვის დაუთვლი, სარკევ?! მფანტავს მეხსიერება. სული ისე მემსხვრევა, როგორც თეთრი თოჯინა ფაიფურის კანით. დგება ფერისცვალება. ცა ვერ ნახეს თვალებმა. და სიმშვიდის სარკმელთან შავი კატა კნავის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი