..
უხმოდ , ყვითელი ფოთლების თოვა, სულს ეფინება, როგორც “ყანჩელი”. ამ ცხოვრებაში თოვლივით მოხვალ და სამუდამო სიზმრად დარჩები. რომ ამ საერთო სისულელეში, ჟღერდეს სიმშვიდის სხვა რაფსოდია. რა უიმედო ქარებს შეები. მზერაშიც ქარის ხმა ჩაგდგომია. სევდა დაცურავს ისე ურყევი, თითქოს, დგებოდეს ბოლო მზის ჩასვლა. ზღაპრის მაგიერ ლექსებს უყვები შვილს და მის ღიმილს გულზე იქარგავ. დაეძებ რაღაც დიდს და მშვენიერს. გსურს მოაცილო ჭუჭყი სამყაროს. გამბედაობას მაინც ვერ იკრებ. უნუგეშობის განცდა გამარცხებს. რაც არ ჩანს, იქნებ, არც კი არსებობს. ილუზიაა იქნებ, რაც კი, ჩანს. წარმოიდგინე მთვარე სავსეა. მზე-თავთავები ისევ დამწიფდა. შემოაცვდება ფერი ოქტომბერს. მინდვრებს დაფარავს ლურჯი თოვები. ისე იცხოვრე სითბო მოგქონდეს, უკანასკნელი გამოთხოვებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი