სიმშვიდის


არ ჩამეძინა..
და ვისურვე, ეწვიმა მშიდად,
მაგრამ მარტი ხომ უიმედო მოვიდა ამ წელს.
სარკმელზე ლოყამიდებული სიბნელე ფშვინავს.
ღამემ კალთაში ჩაიწვინა მთვარე და არწევს.
მომწონდა მუდამ,
როცა ვწერდი თებერვლის თოვლზე.
(თოვა ყოველთვის გამახსენებს ალფრედ სისლეის)
ოდესმე, ისევ, პარიზელი მხატვრები მოვლენ
და ერთმანეთის დაღლილ სულში უხმოდ ვისხდებით.
.
რადგან არ წვიმს და არც თოვაა..  ქარია მშვიდი.
ქარია მშვიდი.. 
ეს სიმშვიდეც ჩადგება მალე.
გხატავდი, ღმერთო.
მერე ისევ უჩუმრად გშლიდი.
გხატავდი..
მერე ვნანობდი, რომ ამდენხანს გხატე.

აღარ თოვს არსად. 
აღარც ბასრი ლექსები მაკრთობს.
იქნება თოვა ნუშების და 
მარტის სიმშრალე.
ღმერთი წვიმებს და ქარებს შორის სტროფებში სახლობს.
იმდენად ახლოს.. 
კვლავ ივსება სული სიმშვიდით.!

10.03.16
02.//

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი