მე ახლა უფრო შორს ვარ
მე ახლა, უფრო შორს ვარ, ვიდრე ოდესმე. მე ვწერ და მზეს სისხლს ვუსხამ. მე ვწერ შოპენზე. ჟღერს ჩემი ძველი ტანგო.. ხან- მისი ვალსი. ედიტ პიაფის ფრანგულს, ყრუ დითირამბებს უკვე არაფერს ვუსმენ. დავღალე სული- კარზე ვაჭედებ ლურსმნებს. ანჯამებს ვუცვლი. ყურს აფარებულ ხელებს. თვალებს ამოთხრილს. (რა შუაშია ხველა.. ღმერთის სამოთხე). მინდა სამყაროს ზურგი უხმოდ ვაქციო, ფუჟერს წითელი ღვინით შხამი ვარჩიო. შხამი, რომელიც ჩადგა ღრმა ცის ვენებში. ღმერთი, რომელიც არ მყავს.. (ღმერთსაც შევეშვათ.!) პოეზიაა ბოლო ნავსაყუდარი. შენ ნუ იჯავრებ, თუკი აღარ ვიყავი. ის რაც მიყვარდა, ალბათ, სულ მეყვარება. ხასიათი თუ დამყვა ასე “თავნება” იმ ვარსკვლავების, ანდა ამ ცის ბრალია, უფრო მეტი რომ მწყინს და არ მიხარია. გადამიყოლა მარტმა, დილამ აპრილის. სიმშვიდეს ქარში ვფანტავ ლექსებაყრილი. და ჩემი სოფლის საყდრებს, წყაროს ვენახთან. უმისამართოდ ვნატრობ. ნეტავ, მენახა.! ის, რაც მიყვარდა ასე. ის, რაც მავსებდა. ნუშზე ღამისფერ შაშვებს, ლანდებს საყდრებთან ნაზი სიმშვიდე მოაქვთ და მეც მივდივარ. გადავსახლდები მოქვთან , ცივი ივრიდან..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი