ნუღარ
ჭაობისფერი დღეები მიდგას. მთვარე ოთხივე მხარეს მშვიდია. თეთრი მერცხლები ცვივიან ციდან. თეთრი მერცხლები ციდან ცვივიან. გზები სავსეა უცხო მარშრუტით. გრძელ მაგისტრალებს გვიან ქარები. ჯვარცმულო, შენზე მეტად დავმუნჯდი, ცხოვრების მძაღე სიავკარგეში. ღამე ლურჯია, როგორც ნაღველი. ღამე სანდოა, როგორც პლაცენტა. უყაისნაღო იმედს არღვევენ მჯდარნი, მტირალნი სულის სარკმელთან. მე კი ბავშვს ვუცვლი სიცხიან წინდებს. მერე სიცხიან ლექსებს ვჩურჩულებ. ჩემს მატარებელს ბოლომდე მივდევ, რომ დავამარცხო ეჭვის ურჩხული. დამშრალი ტბების ფსკერიდან სდუმან, ჩამოცვენილი თეთრი მერცხლები. გადავიწყებულ ტკივილებს ნუღარ- ნუღარასოდეს ნუღარ შევხვდებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი