დანიელ!
ასე დავიწყებ- მე დედა ვარ შენი, დანიელ. შენ ჩემი შვილი, გული გათბა - ავე მარია. ცარიელ თვალებს ახლა უკვე სიცოცხლის სხივი მივსებს. ის თეთრი ღამეები აღარ არიან, ტკივილით სავსე, სევდიან და უღვთოდ დარდიან ლექსებს ჩუმად რომ მიკითხავდნენ, აღარ არიან.. სამაგიეროდ შიშებია ბინდის, არ ყოფნის.. ქარის ხმა თითქოს ჩემში დაღლილ სულსაც გადატეხს. თხოვნა მაქვს ერთი შენს თვალებში მუდამ მამყოფე, ციცქნა თითები ამ გადაღლილ გულზე დამაწყვე. შენი ღიმილი მყოფნის უკვე სითბოდ და პურად. უფლება არ მაქვს სევდიანი ქალის სისუსტის. ბედნიერებას მოზომილი ღიმილით ვდუმვარ და შენთან ყოფნის ყოველ ტკბილ წამს უხმოდ ვისრუტავ. განვმეორდები- მე დედა ვარ შენი, დანიელ. ვალდებულება მაკისრია კარგად ყოფნების. შენ ჩემი შვილი.. გმადლობ, ღმერთო! (ავე მარია). დედაო ღვთისა, ნურასოდეს განგვეშორები.!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი