“იყოს ვივალდი”
არასდროს ვწერდი, როგორც სილვია. არასდროს დავწერ, როგორც სექსტონი. ქარიშხლები მეც გამომივლია. და წისქვილებსაც ქარით ვებრძოდი. მე გაზაფხულებს წვიმებს ვპარავდი. მერე, ცრემლებად ვღვრიდი ტბის პირას. დრო წლებთან ერთად მაპატარავებს. და დროსთან ერთად ჩუმად მივდივარ. ღრუბლებმა მზე კვლავ, შავით შემოსეს. თეთრ იასამნებს აწვიმს, განა თოვს. როცა ავად ვარ, ვხატავ მილოსელს.. მკურნავს ავად მყოფს. როდესაც დგება თეთრი მზის ჩასვლა, მშვიდად ვარ. დაღლილ სულს მივაცილებ მზის ეტლებით და სისხლში ვინახავ მთვარის ნახსოვარ ცისფერ მაქციებს. და მე ვიხსენებ- რომ ვარ სხვა სული. შენ - მაცხოვარი. ღმერთი. იესო. სულ ცოტა კიდევ, ცოტაც მაცხოვრე.. ვიდრე, სამყაროც მაპატიებდეს. მერე, ჩავიქრობ ციცინათელებს თვალებში. მერე, უხმოდ ჩავწვები ლექსში, რომელიც სიკვდილს მახსენებს. ლექსში, რომელმაც ასე დამწყევლა. და დავიხურავ თებერვლის საბანს, თებერვლის თოვლში, “იყოს! ვივალდი”.. ისევე ჩუმად, უსიტყვოდ წავალ, როგორც მწამდა და როგორც მიყვარდა.. 2021..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი