თოვლი


თოვს.
თეთრი არის ახლა, ეს ქუჩა.
იმედები კი
ფანტელებივით,
ხელისგულებზე ერთად შექუჩდნენ
და ფიფქებივით დამიდნებიან.
თოვს.
რა ლამაზი არის ცა თოვლით.
თეთრით ივსება მიწის ბარძიმი.
ვიხსენებ, 
როგორ აღარ გახსოვდით.
ცხოვრებით 
სული როგორ დამძიმდა.

თოვს..
რა მშვიდია ღამის თეთრი გზა.
ცივ ნისლში დგანან 
ხეები არყის.
თოვს, თუ 
უბრალოდ სევდა მესიზმრა?!
თოვს, თუ 
ლოცვები დასცვივდათ საყდრებს?!
თოვს. .
თეთრად ათოვს ცისფერ გუმბათებს.
გადაათეთრებს სულის უფსკრულებს.
მთვარე ფანტელებს ბნელ გზას უნათებს.
ცის წარმოდგენას 
თოვლით ვუყურებ.

ჩვენი ცხოვრებაც ალბათ თოვლია.
ჯერ წმინდა..
მერე სავსე ტალახით.
გზები შიშველი ფეხით მოვლილი,.
ავლილი ყველა 
ბასრი აღმართი..
და დაგვიდნება თვალს და ხელს შუა,
როგორც ეს თოვლი, 
კვლავ იდუმალი.
სახურავებს რომ საბნად ეხურა
და ინახავდა 
დიდ საიდუმლოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი