ძველებიდან
ოქტომბრის ფოთლებს ქარი ჩუქნის მტვრიან აივანს. ლურჯი მტრედები შეეჩვივნენ შეღებულ სარკმელს. პლედმოხვეული უხმოდ ვდგავართ ქარში სამივე- მე, ჩემი სული და უმთვაროდ დაღლილი ღამე. რა სულერთია, ღმერთო, ყველა ოცნება ახლა.. რა სულერთია ყველაფერი, და რა შორია. ჩემს სულს ვიყვან და მიტოვებულ ოდასთან ვმარხავ, მოკლული სული ვერ ჩამდგარი ქარი მგონია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი