პოეტები
უბრალოდ ვსუნთქავ პოეზიით, უბრალოდ, მწერენ ლექსები.. სანამ სიცოცხლე მომბეზრდება. სანამ უჩუმრად ვბერდები.. ისევ დავუწერ მეეზოვეს, ალბათ დავუწერ შემთხვევით- კეთილს, ბოროტს ან საზიანოს.. და სანამ ერთმანეთს შევხვდებით მე და შენ, ღმერთო, განწირულო. მე და შენ, ღმერთო, ჯვარცმულო. აქ თავს მოიკლავენ პოეტები. ვერ გადაარჩენენ პოეტებს. სიცოცხლე ისე მენატრება.. /სიკვდილო, ისე მბეზრდები./ ცხოვრების რა იციან პოეტებმა. დადიან ნახევარი სიცოცხლით. უჭირავთ ლამაზი მომენტები ხელში და როგორც იცხოვრეს, ისე დაწერენ ამბავსტროფებს რითმებს ნაწვიმარზე დაკრეფენ. ღამით სიზმრებით თამაშობენ. თევზივით ჰკიდებენ ანკესზე საკუთარ სიცოცხლეს ლაყუჩებით, სული აქვთ მყიფე და მსხვრევადი. მათი სავანე, სამყოფელი ზოგჯერ ცასავით იხსნება. ზოგჯერ ძალიან დაღლილები, ზოგჯერ ძალიან მორცხვები, მათი ნათქვამი სალაღობო დარდია, სევდაა.. ოცნება.. ბედი სულ უფრო იშვიათად უღიმით, უფრო კი ღალატობთ. უხილავ კედლებს იშენებენ, დაღლილი სული რომ დამალონ..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი