საბავშვო
პაპას ეზო (დანის ლექსი..) პაპას ცელქი ლეკვები, გზის მცველები არიან, პაწაწინა ფეხებით აღმა-დაღმა დარბიან. იქვე გოჭი ღრუტუნებს და ტალახში გორაობს.. იხვი ტუქსავს ჭუჭულებს, თან ქათმებთან ჭორაობს. მამალი რომ იყივლებს, გაიღვიძებს ბაჭიაც.. ულამაზეს ციცირებს აბრეშუმი აცვიათ. ბალახებში კუ მიდის და ყვავილებს უღიმის. ზურგზე აზის ბურთივით ლოკოკინა - კუს ღილი. ერთად ცხოვრობს აქ ყველა, პაპას ეზო დიდია.. სოფლისაკენ ამ დილას, სიხარულით მივდივარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი