თერაპია
წერდე სიკვდილზე და სიყვარულზე, როგორც მისტრალი. (ანუ ლუისა გოდოი ალკაიაგა). ტყავი გველივით უხმაუროდ გამოიცვალო და საკუთარი დარდის ფსკერზე გადაიკარგო - “არტია” ესეც. გამოჭრა, ფრთხილად შეაწებო, ძაფზე აკინძო, ფერები ფერებს შეუხამო, ფაქტურა - ფაქტებს.. გააბა ფიქრის გირლანდები, ოთხ კედელს შუა, ფურცლებით - კრაფტი.. თითებზე დათვლი დღეებს, კვირებს, თვეებს და წლებსაც. ეკლებზე წევხარ.. თითისტარზე ართავ სიმშვიდეს. -ო, იეშუა! შენ ხომ იცი, როგორ იზრდება სულში სევდის თეთრი კაქტუსი. ცის ჰაბიტუსი თითქოს ღრუბლის კვერებს იფშვნიდეს, მიწის ბარძიმში, ისე თოვს მთებზე. მე კი დავყრუვდი.. მე შემიძლია მოვისმინო თოვის ხმა. მესმის! სამაგიეროდ არ ვუსმინო არასდროს გერშვინს. მხრებზე მოვისხა გამოცვლილი, ნაგვემი ტყავი და სკუთარი დარდის ფსკერზე გადავიკარგო. ვწერო სიკვდილზე და სიყვარულზე, როგორც მისტრალმა. (როგორც ლუისა ალკაიაგამ). და მეც ვისწავლო, როგორ დედდება დავიწყების ბლანტი ნაღველი მოწამლულ სისხლში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი