მიტევების.


ჩემს გონებაში მხოლოდ ქრისტეა.
არც რამე ბრაზი, აღარც წუხილი.
მტერს მიტევების ბარძიმს ვუვსებ და
ვინც ასჯერ გამცა მასაც ვუტევებ.
ასჯერ უარმყო. ასჯერ გამყიდა.
ბინდით შემოსა ჩემი სახელი.
გარეთ მამალი უკვე აყივლდა
სარკმელს შემოტეხს სხივი დახრილი
მზისგან და ნათელს მოჰფენს სარეცელს.
შემომანათებს მარტის ენძელა..
მე დამნაშავეს აღარსად ვეძებ.
არც ცოდვილს და არც რამ გაიძვერას.
არც მას ვინც მტრულად განმიკითხავდა,
არ დამაფასა, არ შემიმჩნია..
დარდით თუ მზერა დასისხლიანდა,
გულში თუ ხიწვი ჩამრჩა საშინლად
მტკივნეულად და მაინც დავლოცე,
ვის გამოც გული ვფლითე კბილებით.
შევუნდობ კიდევ ასმესამოცედ,
ვიდრე ვსუნთქავ და ვიდრე ვიმღვრევი..
ჩემს გულში ახლა მხოლოდ ქრისტეა.
და თიხისფერი დედა ქრისტესი
მტერს მიტევების ბარძიმს ვუვსებ და
მე უშვიდესი ნისლით ვივსები..

მ.ზ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი