თავიდან


ცა თუ შავია და წვიმს ისევ
ქარი თუ სარკმელთან კისკისებს
წერა შვებაა და სისხლს გივსებს
მერე ამ ლექსებზე ხარხარებენ

შენც ხომ წამომყევი ქრისტესკენ
ჩუმად მივაბიჯებ მის გზებზე
სიცოცხლეს ბუნდოვნად ვიხსენებ
როგორც წაუკითხავ სახარებას

ნაცხოვრები წლები დაცვივდა
ახლა ყვითელ ფოთლებს სამძიმრად
ვთვლით და სევდიანად დავდივართ
შემოდგომის ბაღში თავდახრილი

ვწერ და დრომ სამყარო გარინდა
ვწერ და თითქოს რამის თქმა მინდა
ლამის გავიხსენო თავიდან
არაფერი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი