შემოდგომის ფანტომი


ფოთლები ცვივიან ძირს
ფოთლებიც კვდებიან
ნისლებში სველი ანძა-
ნაცნობი ხედია

ეს გზები იყოფიან
ეს გზები მიდიან
შორს ძაღლი იყეფება
უღმერთოდ მშვიდი ვარ

ზამთარი ახლოვდება
კვლავ მოვა ზამთარი
ამ სულში სახლობენ და
ძალიან დამღალეს

დარდების ფანტომები
და სევდის ბწკარები
გავყვები ფანტელებს და
ხმელ ფოთლებს გავყვები

მოვიდეს თოვლი ისევ
თოვლმა კვლავ გაგვათბოს
თორემ გზა დაინისლა
თოვით კი არსად თოვს

მე ისევ დავისიზმრებ
შავ ზღვაზე თბილ თოვას
ნაცრისფერ ბათუმის გზებს
იქ სადაც ვერ მივალ

ოცნების პეიზაჟად
დავხატავ ზღვის ფიფქებს
ზამთრების “ვოიაჟზე”
თბილ თოვლზე ვიფიქრებ

სტრიქონებს დავუწერ თოვლს-
ფიფქების ენძელებს
ზამთრის ცას გავუყვები
და გზებმა მეძებონ..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი