ახლა იყურები ზღაპრებიდან
შენ, ალბათ, ახლა, სხვა მხარეს ხარ. და უსმენ, როგორ ხარხარებენ დედამიწელი ქარები.. აპრილებს სცვივა კვირტი ტყემლის. თუ არ ხარ, წამსვე გივიწყებენ. თუ მოკვდი, ხსოვნად დარჩები. მერე, სულ ყველას ეყვარები. მერე გეწვევა ნეტარება.. ჯოჯოხეთშიც რომ იწვოდე. შენს ლექსებს სიკვდილს ამღერებენ. იქნება სევდის გახელება. ჩამოგყვებიან მიწამდე.. როცა უღმერთოდ დაღონდები, გულზე დგას დარდის ვაგონები. ღმერთსაც რომ ვეღარ იწამებ, ჩამოგემხობა თავზე ჭერი. სხეულს ამაგრებ თმის სარჭებით, რომ არ მოკვდე და დაეცე.. შენი გულიდან მონაჭერი- ელდა, ტკივილი, მონატრება ამოგილამბავს სარეცელს. ზურგით დადგებიან ნაცნობები. ზურგით დაგიდგება მავხოვარი. თურმე, არც არავინ დაგიცავს.. აითლი კანზე შეზრდილ ლექსებს, რომ არასოდეს ისიზმრებდე არც მტერს და აღარც საფიცარს. ნერგიც შენ ხარ და წყლის დამსხმელიც. უდრეკი, როგორც მინარეთი.. ფესვი ღრმად უნდა გაიდგა!! რომ ვერ გაგტეხონ ამ ქარებმა. /ახლა სად არიან დაქალები?!/ თავს ირთობ ფერადი ბუშტებით. სიზმრებში ლურჯი ირმებია. ზოგჯერ, შენს ლექსებზეც ირევიან. შენ მხოლოდ, ლექსებით ყუჩდები. ახლა იყურები ზღაპრებიდან.. უდარდელად და არხეინად დახტიან შავ-თეთრი ზებრები. ნუ დარდობ, თუკი გშორდებიან. გახედე, ნისლი შორ მთებიდან ამოდის.. შენ კი ყორნებიან ყოფას დარდობ და ბერდები.. #მეელ Ⴋ.Ⴆ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი