როგორ ისმის სულიდან შიში
.. ყველა ფიქრიდან გამოვედი.. ყველა - სიზმრიდან. ყველა - ნისლიდან. ყველა - მთიდან. ყველა - ბარიდან.. და როგორც ცეცხლი ქარიშხალში, ისე ვიზრდები. მე ავდრიანი ამინდების მეგობარი ვარ. ზოგჯერ ქარს მივდევ. ზოგჯერ - წვიმებს. ხან, სულ არაფერს ვდარდობ და ფართოდ ვაღებ ხოლმე, სულის დარაბას.. რომ შემოგიშვა, რომ გაჩვენო, სად დაგასახლე. როგორ გივლი და ცივ ნიავსაც, რომ არ გაკარებ. მე ხან დარდი ვარ.. ხან სევდა ვარ. ზოგჯერ სიცილიც. ხასიათი ვარ გაზაფხულის- გამძლე, - ფიცივით. ვერასდროს ნახავ ნამდვილ სახეს, ნამდვილ იარას. როგორ ვკითხულობ სხვათა სიზმრებს, ვატან ნიავქარს. როგორ ვკითხულობ თვალებიდან სევდის ნარჩენებს. ლექსს როგორ გიწერ, არასოდეს მე არ გაჩვენებ. ვერასდროს ნახავ, გულზე ცეცხლი, როგორ მეკიდა.. როგორ ვომობდი დანტესთან და ზოგჯერ შექსპირთან. არ მოგიყვები, ბასრ ლექსებში, ვმალავდი რა დარდს. რატომ ველოდი სულ თოვას და ვხვდებოდი ავდარს. მე მხოლოდ ერთხელ შემოგიშვებ თვალების ნისლში. რომ გაიგონო, როგორ ისმის სულიდან შიში. Ⴋ.Ⴆ. #მეელ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი