ქვების და ხეების
ჯერ თებერვალში ჩამდგარი წყლები უნდა დაღვარონ. შემდეგ დაიკვირტონ და სიფრიფანა სიცოცხლე იმშობიარონ- ღია ვარდისფერი აფეთქება. წესია ასეთი. როგორ ორსულდებიან დამზრალი ხეები გაზაფხულობით?!.. ნეტავ მათ თუ ესმით სიკვდილის მელოდია წელზე შემოხვეული სიცივისას.. სიბნელის წახნაგები კედლებს რომ შეაცოცდება, კედლები კი არ ქრებიან , ხეებთან მიფრინავენ და სითბო მიაქვთ. ორი ჩარჩო მრჩება მძინარე ქალაქით სავსე, რომელი ერთი შემოვიშენო.. რომელში ჩაეტევა ლოდივით საფიქრალი. ფარდები დაუშვი, ქარი მაშიშვლებს, ღმერთო!. როდის გამიყვან გაფრენილი კედლების უფანჯრო ჩარჩოებიდან. დანის დასმასავითაა ღამის სიცივე. როგორი სუნი აქვს. არაფრის. როგორც სიკვდილს. მაინც საით იწვდიან წყალჩამდგარი ხეები ხელებს, ცისკენ თუ მიწისკენ?! რომელია მათი მიწა, დედა რომ ქვია?! დალოცვილია მიწიანი მუცლები.. მოსავლიანი.. რძე და თაფლი სდით ნედლი მკერდიდან. მე რისგან შემქმენი, ღმერთო?! სად მოაგროვე ამდენი სიპი ქვა - ამდენი ფერადი. მიწა - თვალებში. სველი და შავი. რატომ ვარ ასეთი გამჭვირვალე.. როგორც ქვებით სავსე შუშის ლარნაკი.. რატომ არ ვიმსხვრევი?! ასე ლამაზად ვირეკლავ ბუნების ფერად მშობიარობას გაზაფხულობით?! About the rocks and trees At first water risen in them in February breaks, it’s followed by budding and giving birth to a thin life - – a light pink blow up. It’s a rule. How do the frozen trees get pregnant in spring?! I wonder if they hear any melody of death, when their waists are girdled by freeze, when the facets of darkness are climbing up the walls and the walls are not disappearing, instead they are flying to the trees, bringing some warmth to them. I’ve got these last two frames full of a s leeping town. Which one should I build up around me?... Which one can fit my rock heavy thoughts in itself? Let the blinds down! This wind undresses me, God! When will you take me out from these windowless frames of the flown away walls? A night freeze is like a knife cut. How does it smell?! No how. Feels like death. Yet, to whom do the trees full of rising water stretch their hands - to the sky or to the earth? Which one is their land called as mother?! Blessed are the bellies full of soil, full of harvest. Milk and honey is dripping from their fresh breast. What Am I made of, God? Where did you get so many smooth stones, so colorful? This soil in my eyes – so wet and black? Why am I so transparent… Like a glass vase full of stones.. Why am I unbreakable?! Is it because this way I more beautifully reflect the colorful labor of mother nature In springtime?! ნინო დარბაისელის თარგმანი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი