სიცარიელის
შემზარავი სიმშვიდიდან დინებას წყვეტენ სიზმრები. იზრდები, როგორც ქარში ტალღის იზრდება ღელვა. მე ვარ, შენს ტკივილს ხელს რომ ვახლებ, გულზე რომ ვიწყობ. სულს რომ ვუბერავ, რომ ვეხვევი შენს სევდას - მე ვარ.. დამიგულებ და დიდგულდები. მე კი, ვიმღვრევი. ვბედავ თვალების გახელას და მზის გულზე წოლას. ძრწოლა აიტანს, რომ ვერ მნახავს სხივი სიბნელის, რადგან სიზმრები უსიტყვოა, უხალხო, უხმო.- სიცარიელეს ზუზუნებენ ჩემი სიზმრები. დაძრწიან ჩუმად, დამეძებენ, ჰგონიათ ვუხმობ.. ჰგონიათ მოვალ.. მივიწყებული ამბის სევდას სდუმს კლავესინი. მე კვლავ ტალღები, მიქცევები, ზღვა დამისიზმრებს, შენ დაისიზმრებ თეთრ ამინდში უჩემო შობას. სადაც რძის სუნი არ ექნება არცერთ ალიონს, გაეფანტება ბნელ კადრებად გოგენს ფერები. შენი ტკივილის პიქტოგრამებს გულზე დავიწყობ - არყოფნიდან მოგეფერები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი