რაპორტი
დავსუსტდი... როგორც მზე ოქტომბრის და ფოთლებზე წვიმები აბიჯებენ. ამინდი სიცხისგან მომჯობინდა. მე მომენატრები (დამიჯერე) სიცივე მოიხურეს აივნებმა. იქნება ხვალ ან ზეგ გამითოვდეს, თავიდან არასდროს დაიწყება, რაც იყო, ფირებად დამიტოვე მზერაში, ფიქრებში, გონებაში, სავსე უშენობით შემოდგომა. გაქცევა! - (ტორონტო, მონრეალი) გული მაინც შენკენ შემობრუნდა. მზე ჩადის დაბინდულ ჰორიზონტზე. ჰიპნოზი - შარკო თუ ბერნჰეიმი. ყველა შთაგონება მოვიტოვე წარსულში. დინებას ვერ შეიცვლის არაცნობიერის იმპლანტანტი, კლავენ წარმოსახვის დადაისტურ გრძნობას და ამდენხანს გიმალავდი - ფრენა სამუდამოდ გადაიდო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი