ფარვანა
ფსიკვას ტბასთან რომ ზაფრანაა, იმ ზაფრანაზე ფარვანა ზის. და დაღამებას უცდის. . ეს მზეც ისეთი ცხრათვალაა, როგორც სამყაროს გალავანზე, მჯდარი გუშაგი ღმერთის. ჩვენი ცხოვრება არც არაა, სამი დღე არის და სამი წამი, ცხრა მთის გადავლაა, ცხრა ზღვის. სოფლის ეზოში რომ ზამბახია, ზამბახთან ცეზარა მარხია. პაპას პატარა ცუგა. ეს თეთრი თუთა განა ხეა, შენ მხოლოდ გული ანახე და ფესვიც გულივით უცემს. ცხოვრებამ ქარი თუ დაგაწია. ქარში გზებია საცალფეხო. ფეხი არ დაგიცდეს უცებ. მიხვალ და აღარც ზამბახია. აღარც ცეზარას სამარხია. აღარც ფესვები თუთის. . ფსიკვას ტბასთან რომ ზაფრანაა, იმ ზაფრანაზე ფარვანა ზის. და დაღამებას უცდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი