აქსიომა
ხასიათია გაზაფხულის - ისე წვიმს დადებს, რომ გგონია და გადაივლის ესეც დილამდე. შენ ამბობ - არ ღირს.. დამიჯერე, ნუ ფიქრობ ამდენს!. მე ვიმეორებ - გადავიღალე.. წვიმს. მაისია და ქალაქის ხმაურს არ ვუშვებ ოთახში, სადაც სევდა არის მეტი ჰაერზე. და თუკი ღმერთი არ არსებობს, (ესეც დავუშვათ) რატომ გაღმერთებ?! გახშირდა წვიმა, ემატება სიმძიმე ამ სულს.. მიწა ფიქრისგან მოიკიდებს ნესტიან ხავსებს. სიცოცხლე ტკბილზე უფრო მეტად მომწარო მახსოვს, მაგრამ მაინც რა ლამაზია ნაღველით სავსე, "ყოფნა, არ ყოფნა.." ვიღაც ამბობს - ყოფნა, სიმშვიდე. ვიღაც ნატრობს, რომ დარი იყოს მუდამ.. არ თოვდეს. მე სევდისა და ტკივილების სკივრით ვიმშვიდებ თავს და წერისთვის სიტკბოების წვეთსაც დავთმობდი. გაზაფხულია. იწვიმებს და გამოიდარებს. აქსიომაა დარი ავდრის მეგობარია. გიკვირს - გაქცევა რატომ ხიბლავთ ადამიანებს?! გპასუხობ - ზოგჯერ იღლებიან. ზოგჯერ ძალიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი