ზედმეტად კარგად


არაფერი ხდება ისე, როგორც უნდა მოხდეს.
ყველაფერი ზედმეტად კარგადაა.
ყველაფერი თავის ადგილას.
მოვედი და ყველა დარდი თვალებთან დაგიწყვე.
ზომის და ფორმის მიხედვით.
მე აღარ მტკენს, შენი იყოს..
შენი დარდის ნარჩენებია მეთქი.
შენი სუნი აქვს მეთქი.
დაძველდა.  გახუნდა. გაუფერულდა.
დარდს ადამიანი ჭირდება.. უნდა დაიბუდოს.
ფესვი უნდა გაიდგას.
აბა ჩემთან რა უნდა. რაღა ესაქმება.
სიცარიელეში დარდები ვერ იბუდებენ.
დაუბერავს ქარი და გაფანტავს.
მოვა წვიმა და ჩამორეცხავს.
საიმედო. მყარი კედლები ჭირდება.
მე სად შემრჩა სიმყარე.
მე სად მაქვს ადგილი დარდისთვის.
არაფრისმგრძნობელობა დარდებს ვერ იტევს.
შენი იყოს შენი დარდი.
მე ვეღარ მოვუვლი. გიბრუნებ.
ყველაფერი ზედმეტად კარგადაა.
არაფერია ისე, როგორც უნდა იყოს.
და არც მე ვარ დარდის ჭურჭელი.
მე ჩემი თავის ჭურჭელიც არ ვარ.
წვიმამ ჩამომრეცხა.
წყალმა წამიღო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი