ბუნდოვანი
რაღაც ასეთი _ შორი გზა და ღამის ელმავალს რიტმს აყოლებდეს წვიმიანზე თვლემა ფიქრების. რაღაც ასეთი _ რაც ოდესღაც სიზმრად მინახავს_ კვამლი კუპეში.. ყავის სუნი.. პულსის სინქრონი. შემოდგომისფერ ბილიკებზე ფოთლების თალხი და ეს ბილიკი მიმავალი ხის ლამაზ ქოხთან. სადაც ქროლვისას კამიუ და ბოკაჩო ვნახე. ცხოვრება როგორც კომედია - სულელთა ოხვრა, იყო შორი და ვიხსენებდი სიზმრიდან ლოცვებს- (ღამის შელოცვებს) გაქცევაა ყოველი ლექსი და ეს გაქცევაც გულზე ერთ წვეთ სიმშვიდეს ტოვებს.. ღია ფანჯარა.. მინაზე კი წვეთები ვერცხლის ირეკლება და სოფლის სუნი შრიალებს პლედზე. სანთლის ნათებას მოჰყვებიან ლანდები ფრთხილად. როცა არ გყავარ. არ ვარსებობ და ყველგან მეძებ_ მე ამ სამყაროს ნეგატივის ანფასში ვზივარ. ჩემი ლექსები არც დარდია და აღარც მოთქმა. დღეს სტრიქონები სიცილია, უხმო ხარხარი. მე კი მივდივარ არარსებულ სიმშვიდის ქოხთან. იქ, სადაც ყველა სიზმრის ბოლოს ცოცხლად მმარხავენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი