სისუსტე


შენ კი რას უზამ ამ სისუსტეს გულში ჩალექილს
როცა გზებია უკუღმართი გაუგებარი
სათქმელი კი არაა რა იფიქრო ისიც არ იცი
არადა გღუპავს გაუთვლელი დაუგეგმავი

სხვა გზით გინდოდა სრულად მოგიჭრეს
ახლა კი ფიქრობ ცუდზე და კიდევ უფრო.. "რა მეცინება"
ამბობ.. თან ტივტივებენ შენს გონებაში მცდარი აზრები.... 
თუ ჩაგეძინა ვერ მოიცილებ დაგესიზმრება..

თვალს ისე ხუჭავ თითქოს ოდესღაც დაგენახოს 
ის რაც საღია ის რაც დაძრავდა დასაძრავ დასაწვავ შენს მთებს 
ან და უბრალოდ გასცდებოდა ღამის ჰორიზონტს
ის რაც უთუოდ აგილესავდა აწ ჩამოვარდნილ საომარ ეშვებს

მკლავს ისე იხვევვ თითქოს გეომოს
თითქოს დაგჭრეს და სისხლით იცლები
არაა... შენი წერტილი სწორედ ეს არის
რომ სუსტი ხარ და არც გიომია არც შეიცვლები..!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი