პროტესტი მისიე


არა სიყვარული არა ერთგულება არა ნდობა
აქ დაუნდობლად გაგწირავენ
არა გვერდში დგომა არა მეგობრობა 
აქ ბედნიერებაზე არავინ არ წერს

არა სიბრალული არა ადამიანობა
ყველა ბრბო შვილი გამხდარა
მხოლოდ ქვები მხოლოდ ტალახი   
დიდი ხანია ვეღარ გავმთბარვართ

არა სიკეთე არა მადლი 
მხოლოდ ლენცოფა მხოლოდ სიბილწე
არა პატივი არა ღირსება 
ჩემგან კი პროტესტი მისიე

პროტესტი მისიეე რა გასაკვირია 
საღი აზრები აღარ შემოგვრჩა 
უნდობლობა და დაუნდობლობა 
ცხოვრებამ შავებით შეგვმოსა

ვგლოვობთ ''მეგობრებს''
მათ გარეშე რა გვეშველება 
''ოცდაათია'' ბევრის საწყისი  
ყიდვა გაყიდვა არ შეგვეშლება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი