რიგითი ღამე


წევხარ კედლისაკენ იბრუნე ხანია
თვალი გიშტერდება ამჩნევ სილუეტებს
თითქოს გიძნელდება მათი ამოცნობა
დიდხანს ფიქრდები და ფიქრში გიტყუებენ

თავში გირახუნებს არა ერთი აზრი
გინდა დედამიწა მუჭში დაიმწყვდიო
შენი სურვილები სივრცეს ეხეთქება
გსურს რომ მთელი ძალა ერთად მოკრიბო

ცდილობ ვეღარ აბამ ფიქრებს ერთმანეთზე
სადღაც სამი გახდა,  შავი ისრები
გულის გახეთქვამდე წიკწიკს იჩემებენ
ცდილობ მოუფიქრო  ნიშან სიტყვები

მაგრამ რას გახდები ნება სხვისია და
შენი დაგრჩა მხოლოდ უძილობა
ღამის ტრომბონებმა საქმე გააჭირეს
ისევ გადაგყვება ღამე უცილობლად

წამი გეჩვენება უკვე საუკუნედ
მთვარის არიდებას შესთხოვ არტემიდეს
მძაფრად ჩასუნთქული ყელში გეჩხირება
სისხლის მიმოქცევა ბერავს არტერიებს

ბოლოს იბლანდები შენსვე ნააზრევში
როცა წამი გრჩება ძილის პირულამდე
ღამე კი თავის მხრივ ისე მიილია
როგორც ნაფიქრალი ექვსის წუთებამდე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი