აჰაა აღსრულდა რასაც ველოდი


აჰაა აღსრულდა რასაც ველოდი
დაქცეულ სოფელს გვერდით ჩავუვლი
ნერვი დამწყდება და გავიხსენებ
რამდენი ხანი მიგრძნობდა გული

უკანასკნელი ყავილობის ჟამი უდგათ
ველად გაშლილს ველურად გაზრდილს
უპატრონო გადაგვარებულ ატმის ხეებსაც
ხეებს რომელთაც ეს სიცივე ბოლოჯერ გაცრის

ბოლოჯერ რადგან აღარ გრძელდება
აღარ მართლდება გვირაბის მიწურს თეთრი სინათლე
აღარც იმედი არჩევანი მარჯვნივ თუ მარცხნივ
და აღარ გიხსნის აღარაფერი ჩამკვდარ სინაფსებს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი