ძმაო მომეშველე


ძმაო მომეშველე, მიმძიმს უთქმელობა,
როგორც მიწას უმძიმს ჩემი ლპობა,
ძმაო მომეშველი თუნდაც ჭიქა არყით,
თავადებივით  შევისხათ ჩოხა 
და დავემსგავსოთ ფერ გასულ ქართველს!
ისე გავილეშოთ ვაჟკაცს რომ შვენის,
შიშის გარეშე გადავიხსნათ ძმობის მაჯები,
მერე ერთობის სამარეს შევქმნით...  

ტრადიციებით გავიტანოთ ბოლომდე თავი,
ძილ მორეული ძაღლებივით რომ წამოვწვებით,
ნაბახუსევზე შეგვაწუხებს მაჯის ტკივილი,
გადავიხსენით მარტოობით რომ გამოვთვერით... 
ძმაო მომეშველე ამ ერთხელაც,
მალე ნაპერწკალი კოცონს გააჩაღებს,
ძმაო მომეშველე თუნდაც ძველებურად,
ისევ ვმარტოობ და შენ თუ გადამარჩენ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი