შუაღამის ნოტებმა
შუაღამის ნოტებმა მოიპარეს სიმშვიდე, ალბათ ახლა ზეციდან, მრტოობა იწვიმებს, გარეთ ხეთა რიგებსაც, დაუხრიათ ტოტები, კვლავ აჟღერდნენ ეს უღმერთო ნოტები... სევდიანი სიმშვიდის ხმაურს ზეცას ვაბრალებ, თითქოს მისკენ მივიწევ, ჩემს თავს უფალს ვაბარებ, მალე ალბათ ღრუბლები წვეთებს ჩამოჰყვებიან, და იმ ქვეყნის მიუწვდომელ ზღაპრებს მოგვიყვებიან, რადგან მგონი ამ ქვეყნად სევდას ვერვინ აქარვებს, მერე უკან წასვლისას ზეცას ერთად ვახარებთ... შუაღამის ნოტებმა მოიპარეს სიმშვიდე ალბათ ახლა ზეციდან მრტოობა იწვიმებს გარეთ ხეთა რიგებსაც დაუხრიათ ტოტები კვლავ აჟღერდნენ ეს უღმერთო ნოტები... ...ალბათ სხვაა გოლგოთა მარტოობის რადგანაც, ეს ცხოვრება ჯვრის გარეშეც უდიდესი ჯვარცმაა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი