სვანეთი (საქართველოს განთიადი)


სვანეთის მთებს რომ დაათოვდა თეთრი ფანტელი,
მეფურად იდგა, უშიშრად იდგა, უშბა დიადი,
არ უდრკებოდა არც ერთი წამით, დილას სუსხიანს
და  იწყებოდა საქართველოს აქ განთიადი...

დილამ გადაყარა ღრუბლები სვანეთს,
ათოვდა მთებს და ათოვდა სოფლებს,
ამოდიოდა ბუხრიდან კვამლი,
ათოვდა სახლებს, ათოვდა კოშკებს...

ცამდის აზვირთული თეთნულდი ნისლით,
გადმოჰყურებდა სვანთა სავანეს,
როგორ იწყებდა გაღვიძებას აქ საქართველო,
როგორ აღწევდა აქ ცა საწადელს...

ათოვდა მთებზე თეთრი ფანტელი,
ამაყად იდგა, მეფურად იდგა, უშბა დიადი,
არ უდრკებოდა დილას სუსხიანს
და იწყებოდა საქართველოს აქ განთიადი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი