ვიღაც მათხოვარი
ვიწრო წვეთები ეხეთქებიან ყრუ დედმიწას, ჟამია ისეთი, ღრუბელიც განუდგა ცასადამიწას... ამ დროს ქუჩაში ზის მათხოვარი, შარვალ დაძენძილი, ქუდი ნათხოვარი, გაწვდილი მარჯვენა ევსება წვეთებით, ხალხი დასცინის ისკი სთხოვს ვედრებით... ერთი ნატეხი პურიც ეყოფა, მაგრამ რა პური, ყველა აგინებს სხვას რას ელოდა... მარტო შეერკინა წვიმიან ღამეს ქუჩის მათხოვარი, ღმერთისთვის ერთი დარჩა მხოლოდ სათხოვარი... ნელნელა შემოიჭრა დილა დანისლული, ქუჩაში გდია ვიღაც გაყინული, ასე მოაბიჯებს მკაცრი ალიონი შავბნელი სუსხით, ქუჩაში გდია სხეული გამძვრალი სულით... თურმე აუსრულდა იმ დღის სათხოვარი, ღმერთმა მიიბარა სული მათხოვარის, ოღონდ ყველაფერი ასე არ მთავრდება, "რაღაცა თეთრდება რაღაცა შავდება" ვიღაცა გაიცინებს, ვიღაცა დაფიქრდება მაგრამ გახსოვდეთ სხვისი დახმარება, ყველას დაგვჭირდება!!!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი