მკვდარია ოთახი


მკვდარია ოთახი...
დრამატულად მიიწევენ საათის ისრები,
დანისლულია ყველა ფანჯარა
და მათშორის ძლივს აღწევენ მთვარის სხივები,
მკვდარია ემოცია...
დრამატულად აჩქეფდა ძარღვებში სისხლიცკი,
ჩაქრა უნარი პოეტური შთაგონებისა,
ბაგეს გადაეჩვია ძველებური წრფელი ღიმილი..
ძველი ფანჯრიდან მოსჩანს ნოსტალგია,
მოსჩანს და თითქოს თვალებს მარიდებს,
რა უძლური ვარ ბედის წინაშე,
ყველა უჭკუო ჭკუას მარიგებს..
გაუფერულდი როგორც არასდროს,
ზღვის ფსკერამდეა თითქოს ბილიკი,
ფანჯრის ბზარებმაც ისე იმატეს
ბზარებს, რომ შერჩათ ბოლო ღიმილი..
ძმაო მისურვე ერთი წარმატება!
თორემ ცხოვრება დააფრთხო ოცნებამ,
მალე ამოასხამს ლოდინი ყელამდე,
მალე გადაფარავს სისხლი გონებას...
ისე ავიმღვრევი, ისე წავიშლები,
როგორც შენს ლოდინში მკრთალი წარწერები,
ისე გავჯიქდები, ისე გავგიჟდები,
როგორც გიჟდებიან მთვრალი ჯელტმენები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი